საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "ლელოს" ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, გამიჯვნოდა "ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს", ახლა მაინც გამოჩნდება, გაემიჯნება თუ არა ევროპული პარტია ქსენოფობიას და დარჩება თუ არა საკუთარი დეკლარირებული პრინციპების ერთგული:
"ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრი ლელომ, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია.
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას,"- წერს შალვა პაპუაშვილი.