გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის შემდეგ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა და ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
მისი განცხადებით, ქვეყნის მეთაურის მხრიდან სწორედ ის აქცენტები გაკეთდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
"მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. აქ რეალურად მსოფლიოს ყველა ქვეყნის თვალი და ყურია მოპყრობილი დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტრიბუნა მაღალ დონეზე ყოფილიყო გამოყენებული, რაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაკეთდა.
ასევე, გარდა გამოსვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებლობა გვქონდა, მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც საინტერესო და საყურადღებო იყო საქართველოსთვის. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, მათ შორის კოლეგებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი სამომავლო თანამშრომლობების განვითარების კუთხით და ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის იქნა კარგად გამოყენებული," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.