ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო ბაღებში.
გლდანის რაიონში მდებარე 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუშაოები სააგენტოს ბიუჯეტიდან 600 000 ლარით დაფინანსდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე ბავშვებს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.