თბილისში, თემო ჯავახიშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა "გონის თამაშები" გაიხსნა. ექსპოზიცია მხატვრის 48-წლიან შემოქმედებას აერთიანებს და ადამიანის აღქმისა და რეალობის გააზრების პროცესს იკვლევს.
გამოფენა "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.