19 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 67 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები