25 ივლისი 2026,   23:17
ვრცლად
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასლანიძისა და აფაქიძის ქუჩების კვეთაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასლანიძისა და აფაქიძის ქუჩების კვეთაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4000 კვ.მ.ფართობზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები როგორც წყალარინების, ისე წყლის ქსელი.

ამას გარდა, ეწყობა სანიაღვრე ქსელი. ყველა საჰაერო კაბელი განთავსდება მიწის ქვეშ, მოეწყობა ტროტუარები და განათების ქსელი.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ადგილზე გაეცნო.

დღის ამბები