Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ის, რომ Changi Airport Group ვაზიანის პროექტით დაინტერესდა ეს ყველაფერი საქართველოს სტაბილურობას უკავშირდება.
"სინგაპურის Changi Airport Group, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით, სანიმუშოს ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც.
Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით.
გლობალურად ის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ აეროპორტის ოპერატორად მიიჩნევა. თუ ის გაიმარჯვებს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტში ეს პირდაპირ ნიშნავს:
საერთაშორისო დონის მენეჯმენტისა და ოპერირების დანერგვას;
ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის უკეთეს შესაძლებლობას;
მგზავრთა მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვას;
ვაზიანის აეროპორტის, როგორც რეგიონული ჰაბის, განვითარების უფრო დიდ პოტენციალს“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.