21 ივლისი 2026,   22:18
ვრცლად
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო კულტურის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებისა და საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ზეინეფ ნაზ ერდინჩი.

დღის ამბები