ცაგერის რაიონის სოფელი დოღურაში ახლა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მიზეზი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა - ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა 3 000 წლის წინანდელ მეტალურგიულ საწარმოო კომპლექსს მიაგნეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ ლითონის სადნობი კომპლექსი ძვ.წ. მეცამეტე-მეცხრე საუკუნეებით დაათარიღა.
ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტებით ირკვევა, რომ აღმოჩენილი საწარმო კოლხეთში აქამდე ცნობილ სახელოსნოებს შორის ყველაზე დიდია. ის სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
ცაგერის აღმოჩენა ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო - ადრე რკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო, რომელიც კავკასიის სპილენძის ლითონ წარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორ ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი