22 ივლისი 2026,   07:01
ვრცლად
თელავში დამბებს წმენდენ - სტიქიამ თელავისხევის ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა

თელავში დამბებს წმენდენ. სტიქიამ თელავისხევის ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა. წვიმამ დიდი რაოდენობით ხე-ტყე, ტოტები და ნაგავი ჩამოიტანა და დამბა გაჭედა.

გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვითარებას სპეციალისტები შეაფასებენ და გადაწყვეტენ, როგორ აღადგინონ ნაგებობა ისე, რომ მომავალში პრობლემა აღარ შეიქმნას.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კახეთის გუბერნატორი გაეცნო.

დღის ამბები