არგენტინის მარცხის შემდეგ ბუენოს აირესის ცენტრალურ მოედანზე ფანებს და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიციის მიმართულებით ქვები და ბოთლები ისროლეს.
სიტუაციის ესკალაციის გამო ქალაქის მთავარი მაგისტრალების გადაკეტვა გახდა საჭირო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სპეცრაზმიც. დაშავებულების და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ გავრცელებულა.