16 ივლისი 2026,   16:25
ვრცლად
ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა 4 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის რეგიონში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა 4 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქია საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ხანძრის გამო გადაკეტილია საავტომობილო გზების ნაწილი, რამდენიმე სოფლიდან კი ასობით მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

დღის ამბები