16 ივლისი 2026,   01:56
ვრცლად
1:2 - არგენტინამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ფინალში იბრძოლებს

ატლანტაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ნამდვილ საფეხბურთო დრამად იქცა - არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში ინგლისი ანგარიშით 1:2 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

მატჩის მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და 55-ე წუთზე ენტონი გორდონმა ევროპელები წინ გაიყვანა. ტომას ტუხელის გუნდი ფინალთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა თამაშის დასკვნითი ნაწილში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 85-ე წუთზე ენზო ფერნანდესმა შორეული, ულამაზესი გასროლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროის ბოლო, 90-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ალბისელესტეს" ემოციური გამარჯვება მოუტანა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ტიტულის დასაცავად 19 ივლისს, ფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღის ამბები