კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა საკრებულოსა და "ჯინო ჰოლდინგს" შორის.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე და "ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტმა მოაწერეს. ინიციატივა განათლებისა და კულტურის კომისიის ეკუთვნის.
"ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ამ ჯგუფის მფლობელობაში, იქნება ხელმისაწვდომი ღონისძიებებისთვის, დელეგაციებისათვის და რაც მთავარია, იმ შეჭირვებული ადამიანებისთვის, ვისაც ემსახურება თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი. ასე, რომ მე ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ასეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს "ჯინოს" საინვესტიციო ჯგუფი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია.