12 ივლისი 2026,   15:32
ვრცლად
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მერის პირველი მოადგილე, სოფელ ნაფარეულში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი სოფელ ნაფარეულში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულშირეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. სამუშაოების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს.

დღის ამბები