თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდოსთან გამარჯვება მოიპოვა. მან მეტოქე ანგარიშით 11:8 დაამარცხა.
ასევე, Raf Georgia-ს ტურნირზე გამარჯვებები მოიპოვეს ქართველმა მოჭიდავეებმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.