10 ივლისი 2026,   18:38
ვრცლად
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

ბრალდებულებმა გიორგი კვარაცხელიას 11 წლის წინ, მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს. ის თავის არეში დაიჭრა და სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები