09 ივლისი 2026,   17:17
ვრცლად
სულხან თამაზაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი წარუდგინა. 

გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. 

სულხან თამაზაშვილმა, რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს  საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა  შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

დღის ამბები