09 ივლისი 2026,   13:28
ვრცლად
სოფელ სალიბაურში, 114-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში, 114-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, მეექვსე სართულის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ ბინებს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები 65 ოჯახი და ეკომიგრანტები მიიღებენ.

17 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი 2028 წელს დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან და ადგილობრივ მერთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები