"საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი", - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჰააგის დეკლარაციის მიღებას.
ის დოკუმენტს მიკერძოებულს უწოდებს.
"323 პარლამენტარი ეუთო-ს 57 წევრი სახელმწიფოდან, 39 ხმით გატანილი ჯო ვილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენს დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული!
იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ, დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი", - წერს მაია ბითაძე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.