05 ივლისი 2026,   20:41
ვრცლად
"ამ ერთ კვირას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვემზადო მაქსიმალურად და ჭიდაობაშიც დავამარცხო ჰენრი სეხუდო" - მერაბ დვალიშვილის ბრძოლა თბილისში 11 ივლისს გაიმართება

სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთი არ არის. ფოკუსშია თბილისი და ისტორიული ბრძოლა. საქართველო მსოფლიოს წამყვან მოჭიდავეებს, ოლიმპიურ ჩემპიონებსა და MMA-ის ვარსკვლავებსა უმასპინძლებს.

ღონისძიება RAF ჯორჯიას ფარგლებში იმართება, მთავარი ბრძოლა კი 11 ივლისს მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართება.

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თბილისშია.

"მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება ტარდება თბილისში. RAF-ი ძალიან დიდი და მაგარი ორგანიზაციაა. ბევრი მაყურებელი ჰყავს. საქართველოში ვატარებთ პირველ გასვლით ღონისძიებას. მადლობა ღმერთს, რომ მე ვარ Main Event-ი და ვეცდები, რომ ყველანაირად ვასახელო ჩემი ქვეყანა. არ იქნება ადვილი ჭიდაობა ჩემთვის ჰენრი სეხუდოსთან, რადგან MMA-ზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ამ ერთ კვირას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვემზადო მაქსიმალურად და ჭიდაობაშიც დავამარცხო ჰენრი სეხუდო," - განაცხადა UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა.

დღის ამბები