05 ივლისი 2026,   04:35
ვრცლად
არგენტინამ კაბო-ვერდეს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

დრამატული გამოდგა არგენტინისა და კაბო-ვერდეს დაპირისპირება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები წინ მესის ლამაზი გოლის შედეგად გავიდნენ, თუმცა კაბო-ვერდემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა.

დამატებით დროში, არგენტინელები ლისანდრო მარტინესის გოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა კაბრალმა ულამაზესი, ალბათ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეულო გოლი გაიტანა და ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

არგენტინელებმა საბოლოო გამარჯვება 111-ე წუთზე, მეტოქის ავტოგოლის შედეგად იზეიმეს.

მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

 

დღის ამბები