03 ივლისი 2026,   21:53
ვრცლად
რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი გაიმართა

ბრაზილიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი გაიმართა.

კულტურის დღეები ბრაზილიაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მუნიციპალური საკრებულოს პრეზიდენტმა რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება გადასცა საქართველოს ელჩს.

ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები