მოძრაობამ "კულტურული მემკვიდრეობისთვის", გარემოს დაცვით დეპარტამენტთან ერთად, ტრადიციულ სეზონურ საზაფხულო კამპანიას აგრძელებს. დმანისის სიონის მე-6 საუკუნის კულტურული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაიწმინდა.
კამპანიაში ჩართული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები.
მოძრაობა "კულტურული მემკვიდრეობისთვის" მსგავს კამპანიას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 2021 წლიდან ახორციელებს.