28 ივნისი 2026,   19:59
ვრცლად
პროექტ "საზაფხულო ტურნეს" ფარგლებში, ჯგუფი "ეგარი" რეგიონებს ესტუმრა

კულტურის სამინისტროს და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით, პროექტ "საზაფხულო ტურნეს" ფარგლებში, ჯგუფი "ეგარი" რეგიონებს ესტუმრა.

ამჯერად, მუსიკოსებმა კონცერტები წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართეს და მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამა წარმოადგინეს.

ღონისძიებებს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები