25 ივნისი 2026,   19:11
ვრცლად
"საქართველოში 3 500 000 ადამიანიდან, 3 200 000 აგინებს" - მალხაზ ბერიძეს სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სამართალდამრღვევად ცნეს და 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბერიძეს.

ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ კომენტარი ნამდვილად დაწერა, თუმცა არ იცოდა, რომ ეს ქმედება დასჯადი იყო.

"როდესაც ქალბატონ სალომე გაუვიდა მისი პრეზიდენტობის ვადა, იმ დღიდან მიზანმიმართულად და იქამდეც მავნებლურ საქმეებს ჩადიოდა ქვეყნის წინაშე, აღიზიანებდა ყველას. საქართველოში 3 500 000 ადამიანიდან, 3 200 000 აგინებს. მოულოდნელად მოვედი სასამართლოში და თურმე, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილზე რაღაც ამდაგვარი დავწერე, დამაკისრეს 1 000 ლარი ჯარიმა," - ამბობს მალხაზ ბერიძე.

დღესვე, პროცესი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ზურაბ ოსიყმაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა ვახო სანაიას მიაყენა. მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლოებში ამ ეტაპზე 60-მდე საქმე განიხილება. რამდენიმე პირის მიმართ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია.

დღის ამბები