25 ივნისი 2026,   16:43
ვრცლად
1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი? ჩვენდამი "ასეთი ხუმრობები??" – "ონკოლაინ ჯორჯიას" დამფუძნებელი ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებზე სკეტჩის გამო "თიბისის" და კალატოზს აკრიტიკებს

პოდკასტერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულმა ე.წ. „სკეტჩმა“, რომელშიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მძიმე მდგომარეობა იუმორისტულ და გასართობ კონტექსტშია გამოყენებული, სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი სოფო ფირანიშვილი პოდკასტერს და პროექტის სპონსორ „თიბისის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ფირანიშვილის განცხადებით, მიუღებელია მსგავსი „ხუმრობები“ იმ ფონზე, როდესაც ონკოპაციენტები წლებია გადაცემის სპონსორისგან კონკრეტული მხარდაჭერის მოლოდინში არიან.

"ეს რა თქვეს? თქვენც იგივე გესმით რაც მე?

სპონსორია TBC -
თიბისი წლებია თბს თავად ხან რომელი ონკოპაციენტი გირეკავთ, ხან რომელი და 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი? ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”???? ეს რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ?? - წერს სოფო ფირანიშვილი

დღის ამბები