სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
საუბარია სოციალურ ქსელში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე.
4 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამია კვირკველიას, რომელმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა მამუკა მდინარაძის მისამართით გამოიყენა.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ინსპექტორმა სალომე ქირიამ განაცხადა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საქმეებზე, აღნიშნა, რომ სხვა დეპუტატების მიმართ განხორციელებულ მსგავს ფაქტებზე სამართალწარმოება გრძელდება.
"მამია კვირკველიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს.
რაც შეეხება ბესიკ ანდღულაძის საქმეს სავარაუდო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ეკა ჭიჭინაძეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, აღნიშნული სხდომა გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ბატონი ალექსანდრეს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 173 მუხლის მე16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს მარიამ ლაშხს, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა აღნიშნულ სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და შედგა ოქმი, დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო, რადგან აღნიშნულ პიროვნებას ვერ ჩაბარდა სათანადო წესით უწყება." - აცხადებს სალომე ქირია