19 ივნისი 2026,   18:50
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

2026 წლის 19 ივნისს საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისათვის წარდგენის მიზნით, საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციები წარადგინეს.

რეკომენდაციები შეეხო დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.

საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, საპროკურორო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეკომენდაციების მიღებას. მიღებულ რეკომენდაციებს საპროკურორო საბჭო გენერალურ პროკურორს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭოს წევრებს ასევე წარედგინათ ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ახალი ვებგვერდის შექმნის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

დღის ამბები