ტაჯიკეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძეს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება მნიშვნელოვანია:
"დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ამავდროულად, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ, აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პატივცემული პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომელიც გააძლიერებს საკანონმდებლო ბაზას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობებისთვის.
ეს დოკუმენტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დარგებს, ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურასა და სპორტს.
მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება და ასევე განვიხილეთ სხვადასხვა სამუშაო კონტაქტები, სხვადასხვა დონეზე და ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე დეპუტატთა როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორი ურთიერთობებში. ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას,"- აცხადებს რახმონი.