13 ივნისი 2026,   02:25
ვრცლად
Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში Kanye West, YE-ის შოუ გაიმართა

დინამო არენაზე 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არტისტის, Kanye West, YE-ს შოუ გაიმართა. 70 ათასიანი აუდიტორიის წინაშე არტისტმა განუმეორებელი მუსიკალური და ვიზუალური პერფორმანსი წარმოადგინა. თითქმის 2 საათის განმავლობაში, მსმენელმა YE-ს ცნობილი ჰიტები მოისმინა.

დედამიწის ფორმის სფერული სცენა დინამო არენაზე განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით იყო წარმოდგენილი, რაც არტისტის მენეჯმენტის თქმით, თბილისის შოუს, YE-ს სხვა კონცერტებისგან კიდევ უფრო გამოარჩევდა.

2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი - Bully გამოსცა. ამას ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. ამ პერფორმანსმა, თავისი მასშტაბით, სასცენო დიზაინითა და აუდიტორიის ჩართულობით, კიდევ ერთხელ მოგვცა მიზეზი, რომ არტისტზე შეუჩერებლად ვისაუბროთ. სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდსგა YE 12 ივნისს, დინამო არენაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, Starring Georgia კვლავ აგრძელებს მთავარი მიზნისკენ სვლას. 2026 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველოა.

დღის ამბები