პარლამენტის თავმჯდომარე, სომხეთში წინასაარჩევნოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკონსტიტუციური პარტია ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს და თუკი დამნაშავეა ადამიანი ის ციხეში უნდა იყოს.
მისივე თქმით, სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დააკავებას და ევროკავშირის მხრიდან რეაგირება არ ჰქონია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით სამართლის უზენაესობა და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა თანაბრად მისაღები უნდა იყოს როგორც ერევანსა და ვაშინგტონში, ისე თბილისშიც.
„თუკი სისხლის სამართლის საქმეა საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ თავპირი დაგვამტვრიეს იმის გამო, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის პირობის დარღვევის გამო 2021 წელს. ამის გამო სკანდალი მოაწყვეს, სანამ არ გამოიყვანეს იქიდან. ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, რომ გარეთ გამოეყვანათ. სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და მათ თქვეს, რომ მატყუარა იყო ბრიუსელი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება.
თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა დაიჭირონ. ამას ჰქვია სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის. თითოეული ამ სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პროკურატურის ბრალდება და სტრასბურგის პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისწორეს და პარტიებთან მიმართებით დგას საკონსტიტუციო სარჩელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.