რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, ამ წუთებში სამადლობელი მარში იმართება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები მსვლელობით კიდევ ერთხელ ეტყვიან მადლობას ყველას, ვინც მათთვის მედიკამენტების მიღების პროცესში იყო ჩართული.
პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს სახელმწიფოსგან მედიკამენტები გადაეცემათ. 4 მედიკამენტიდან 2 პრეპარატს, დიუშენით დაავადებული პაციენტები დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ.
დღესვე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები, სამების ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დალოცა.