მმართველი პარტიის შიდა ეგზიტპოლის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება" სომხეთის პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ინარჩუნებს.
სააგენტო Civic.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მმართველმა გუნდმა ხმების 56,7% მიიღო და პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ხოლო ოპოზიციურმა ძალამ, „ძლიერმა სომხეთმა“, ხმათა 17,5%-ის მოპოვება შეძლო.