სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ნათლული 620 ბავშვი გახდა.
ოჯახებში მესამე და შემდგომი შვილების მონათვლის რიტუალის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ნათლულები დალოცა და ქადაგებით მიმართა.
ეს პირველი საყოველთაო ნათლობაა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ. საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ პატრიარქმა შიომ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღისადმი" მიძღვნილ წირვაზე ისაუბრა.