08 ივნისი 2026,   14:49
ვრცლად
ისრაელის ნავთობქიმიური ქარხნების დაბომბვაზე პასუხისმგებლობა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აიღო - Abc News

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, მისმა საჰაერო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფაში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხნებზე, რაც ისრაელის მიერ ირანის ნავთობქიმიურ ქარხნებზე თავდასხმის საპასუხო ქმედება იყო. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო სამიზნეებსა და ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა "სახიფათო თამაშია", რომელიც რეგიონში მთელ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნის.

 

დღის ამბები