01 აგვისტო 2026,   20:45
ვრცლად
თბილისში საქართველოს სტომატოლოგიური საზოგადოების სტომატოლოგიური ინოვაციების სამდღიანი ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში საქართველოს სტომატოლოგიური საზოგადოების სტომატოლოგიური ინოვაციების სამდღიანი ფორუმი მიმდინარეობს.

იმართება სამეცნიერო კონფერენციები, ტრენინგები და თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიების პრეზენტაციები.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც დაესწრო.

"განსაკუთრებულად დასაფასებელია ასეთი აქტიურობა - მეცნიერებისა და პრაქტიკული მედიცინის სინთეზთან დაკავშირებული მიზანი, სწრაფვა დემიკოსების, მეცნიერების, რომ რაც შეიძლება კომპლექსური გახდეს მიდგომები და ორიენტირებული იყოს პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ასეთი ინიციატივები საქართველოში მრავლად ხორციელდებოდეს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

დღის ამბები