ახალი სასწავლო წელი და დაფინანსების ახალი მოდელი სტუდენტებისთვის - სიახლე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ამოქმედდება, ორ ნაწილიან სისტემას გულისხმობს. საწყის ეტაპზე სტუდენტებს სახელმწიფო გარანტირებულად დააფინანსებს, შემდეგი ეტაპი კი მათზე ინება დამოკიდებული. სტუდენტებმა დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80% უნდა დააგროვონ იმისთვის, რომ მესამე სემესტრში სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღონ. შესაბამისი კრედიტებს არ არსებობის შემთხვევაში, დღის წესრიგშია ნაწილობრივი დაფინანსებაც.
ახალ გადაწყვეტილებას, მიესალმებიან სტუდენტები და სახელმწიფო უნივერსიტეტები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, სახელმწიფომ განაცხადა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არის უფასო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა:
"სახელმწიფომ განაცხადა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არის უფასო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სტუდენტი იღებს ამას სწავლისთვის და ბუნებრივია სახელმწიფო აწესებს მინიმალურ სტანდარტს, რა პირობებშიც სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მინიმუმ ხაზგასმით აღვნიშნავ მინიმალურ სტანდარტს და იმ შემთხვევაში თუ მან ეს მინიმალური სტანდარტი ვერ შეასრულა ერთი სემესტრის განმავლობაში, მას მაინც უნარჩუნდება დაფინანსების ორმოცდაათი პროცენტი. რეფორმა, რომელიც არის დაანონსებული, საუნივერსიტეტო რეფორმა არის მოწოდებული იქითკენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კიდევ უფრო მეტად მოხდეს სწავლის დონის ამაღლება და მსოფლიო სტანდარტთან მიახლოება," - აცხადებს სამუშია.