01 აგვისტო 2026,   02:54
ვრცლად
ციფრული, ენობრივი, პერსონალური და სამეწარმეო მიმართულება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

ციფრული, ენობრივი, პერსონალური და სამეწარმეო მიმართულება- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქისთვისაა, რომელსაც სურს საკუთარი უნარები, სხვადასხვა მიმართულებით გაიუმჯობესოს.

კურსებზე სწავლება დისტანციურ ფორმატში ჩატარდება, რასაც რამდენიმე კოლეჯი უზრუნველყოფს. მათ შორისაა "სქილვილი", რომელიც 180 მსურველის მიღებას შეძლებს.

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
მცხოვრებ მოქალაქეებს. ისინი სწავლებას ონლაინ რეჟიმში გაივლიან. პროგრამას აქვს სიახლეებიც. წელს ციფრული და ენობრივი კომპეტენციების კურსების გავლას, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, ადგილზე შეძლებენ.

კურსებზე პირველადი რეგისტრაცია 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. თითოეული კურსის ხანგრძლივობა 1-დან 3 თვემდე იქნება.

დღის ამბები