01 აგვისტო 2026,   22:51
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელებს აფრთხილებს, განიხილონ ქვეყნის დატოვება ან მზად იყვნენ წასასვლელად, თუ ვითარების ესკალაცია მოხდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, "განიხილონ ქვეყნის დატოვება ან მზად იყვნენ წასასვლელად, თუ ვითარების ესკალაცია მოხდება".

ახალი გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ვაშინგტონი ირანზე ახალ დარტყმებს იწყებს (შესაძლოა ეს უკვე ამ უქმეებზე მოხდეს), თეირანი კი თავის მხრივ იმ ქვეყნებზე თავდასხმით იმუქრება, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაახლა გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ რეგიონში მყოფმა პირებმა გამოიჩინონ სიფრთხილე და მომატებული სიფხიზლე, ასევე მზად იყვნენ ფრენების გაუქმების, საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვისა და შესაძლო სამგზავრო შეფერხებებისთვის. 

გაფრთხილების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას გეგმავენ, ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად უნდა გადახედონ.

დღის ამბები