29 ნოემბერი 2026,   21:50
ვრცლად
ჯაშუშური სკანდალი თუ სიყვარულის ისტორია - Nvidia-ს დამფუძნებელ ჯენსენ ჰუანგის პირადი ურთიერთობა შესაძლოა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქცეს

სიყვარულის ისტორია, რომელიც შესაძლოა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქცეს. უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სკანდალში გაეხვა. ჩინელი ბიზნესმენი ქალი, რომელთანაც მილიარდერს საიდუმლო რომანი ჰქონდა, ამერიკული დაზვერვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – არსებობს ეჭვი, რომ ქალი ჩინეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

12 ნოემბერს ჰუანგმა თანამდებობა მხოლოდ 11 დღით დატოვა - დონალდ ტრამპის უშუალო ჩარევის შემდეგ, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ის კვლავ კომპანიის სათავეში დააბრუნა. Nvidia-ს ჩიპებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკის უპირატესობა გლობალურ ტექნოლოგიურ კონკურენციაში.

Nvidia-ს უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ამერიკული საინვესტიციო გიგანტები – BlackRock-ი, Vanguard-ი და State Street-ი, რომლებიც ჯამურად კომპანიის აქციების 19%-ს მართავენ.

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები