ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებდი. რაც იქ მოხდა, ნამდვილი კატასტროფაა. ისეთი სურათი იყო, თითქოს ქვეყანას ასობით ათასი ადამიანი შეესია. თუ რესპუბლიკელები არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, იგივე დაემართება ამერიკასაც, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს:
"გუშინ ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებდი. რაც იქ მოხდა, ნამდვილი კატასტროფაა. ისეთი სურათი იყო, თითქოს ქვეყანას ასობით ათასი ადამიანი შეესია. თუ რესპუბლიკელები არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, იგივე დაემართება ამერიკასაც, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით. ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა ბევრად უფრო ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილი სასაზღვრო კედელი ავაშენეთ, როგორც ამას თავიდანვე ვპირდებოდი. ეს კედელი რომ არ გვქონდეს, მდგომარეობა საერთოდ უკონტროლო იქნებოდა. დღეს კი მსოფლიოში ყველაზე დაცული საზღვარი გვაქვს. ეს სუსტი კანონების, არასწორი მმართველობისა და ზედმეტად ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის შედეგია. რამდენიმე კანონი შეცვალეს, ამის შესახებ სხვა ქვეყნებშიც გაიგეს და ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთა დაიწყეს - ზოგმა სამი მილი გაცურა, ზოგმაც სხვა გზა იპოვა. მსგავსი მასშტაბი აქამდე არავის უნახავს. მაგრამ, თუ არაფერი შეიცვლება, ესპანეთში მომხდარი უმნიშვნელოდ გამოჩნდება იმასთან შედარებით, რაც შეერთებულ შტატებს ელოდება
შემაშფოთებელი ვითარებაა. ვიცი, ადამიანები ამ კადრებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. ცხადია, ეს, პირველ რიგში, ესპანეთის მთავრობის საქმეა, თუმცა სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ უკვე ვუკავშირდებით ესპანეთის მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, რათა საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ და უკეთ გავიგოთ, რა შედეგია მოსალოდნელი,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეებში მაროკოდან სეუტაში 50 000-მდე მიგრანტი შეიჭრა. მედიის ინფორმაციით მათი უმეტესობა უკან დააბრუნეს, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.