01 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია. მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.

სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.

დღის ამბები