01 აგვისტო 2026,   01:17
ვრცლად
დონალდ ტრამპი: შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს ესპანეთის მიგრაციულ კრიზისზე მასშტაბური საფრთხე ემუქრება

სამთავრობო შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებისა და რესპუბლიკელების ხელისუფლების გარეშე დარჩენის შემთხვევაში, ქვეყანას უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისი და მასშტაბური საფრთხე დაემუქრება.

"თუ ჩვენ თანამდებობაზე არ ვიქნებით, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მასშტაბის შემოჭრა მოხდება, რომლის ფონზეც ესპანეთი რაღაც მცირე მასშტაბის თემად გამოჩნდება."

ტრამპი აცხადებს, რომ თუ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ, აშშ-ს შესაძლოა ისეთი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რომელიც ბოლო დროს ესპანეთში განვითარებულ მიგრანტთა კრიზისზე ბევრად უარესი იქნება.

"ზუსტად იგივე მოხდება ჩვენთანაც, თუ რესპუბლიკელები არ აირჩიეს. ოღონდ უფრო უარესი, ბევრად უფრო მასშტაბური და შემოჭრა ბევრად უფრო ადვილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილი სიგრძის კედელი ავაშენეთ.“

„ისინი ათასობით შემოდიან... უბრალოდ იჭრებიან ქვეყანაში. ეს კი სუსტი კანონის, ცუდი მართვისა და ძალიან ლიბერალური კანონმდებლობის ბრალია.“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

დღის ამბები