მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.6 %-ით ივნისის თვეში, პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი კი, 7.9 პროცენტი - წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაითვალა და ის დარგებიც განსაზღვრა, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
საანგარიშო პერიოდში ასევე დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდება საგარეო ვაჭრობის კუთხით. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებელიც. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგები არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველია.
სექტორების მიხედვით დივერსიფიცირებული ეკონომიკა, მზარდი ექსპორტი და უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები - მთავრობის ეკონომიკური გუნდში სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, სამომავლოდ პოზიტიურ პროგნოზს განსაზღვრავს.
ეკონომიკური ზრდის შესახებ დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.