გასტრონომიული ფესტივალის მორიგი გაჩერება. "გემოფესტი" შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.
ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონები და საბავშვო სივრცეები. ფესტივალის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები.