18 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
ტრამპი: ირანი წინადადებას ამზადებს და ვნახოთ, რა იქნება

დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი "წინადადებას ამზადებს და ვნახოთ, რა იქნება", თუმცა მან ჯერ არ იცოდა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ეს შეთავაზება.

სატელეფონო საუბრისას ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ირანის რომელ ოფიციალურ პირებთან აწარმოებდა აშშ მოლაპარაკებებს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოლაპარაკებებს მართავს "იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლა არიან სათავეში".

აშშ-ის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ირანს სურს დიალოგი და შესაძლო შეთანხმების გზების ძიება. მისივე თქმით, ირანი გეგმავს წარადგინოს შეთავაზება, რომელიც "აშშ-ის მოთხოვნების გადაჭრაზე იქნება მიმართული".

დღის ამბები