18 ივნისი 2026,   12:29
ვრცლად
ირანთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენს ყველა დასახულ მიზანს. თუ ყველაფერი 60 დღეში არ მოგვარდება, კვლავ დაბომბვას დავუბრუნდებით - დონალდ ტრამპი

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ხელი დისტანციურად მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას ისახავს მიზნად. გაფორმებული შეთანხმებით, თეირანი ვალდებულებას იღებს შეამციროს გამდიდრებული ურანის მარაგი, სანაცვლოდ კი ვაშინგტონი ირანზე დაწესებულ სანქციებს აუქმებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას.

ამერიკის მხრიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ''დიდი შვიდეულის'' სამიტის ფარგლებში, ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის დროს მოეწერა.

ტრამპმა შეთანხმებას მნიშვნელოვანი გამარჯვება უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ყველა დასახულ მიზანს პასუხობს. დოკუმენტის ოფიციალურად დამოწმება დაადასტურა თეირანმაც.

"ირანთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენს ყველა დასახულ მიზანს და იმაზე მეტსაც კი, რაც დაგეგმილი გვქონდა: საქმის 99% იმაში მდგომარეობს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ნეთანიაჰუს როლი, ის კარგი კაცია. მართალია, ხანდახან ზედმეტად ემოციურია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. ლიბანის საკითხზე მცირე უთანხმოება კი გვაქვს - ბიბი, შეგიძლია ცოტა უფრო რბილად იმოქმედო, არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე შენობა დაანგრიო, როცა იქ "ჰეზბოლას" რომელიმე წევრი შევა, თუმცა ჩვენი პარტნიორობა მაინც სამაგალითოა.

ეს მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმია. თუ ყველაფერი 60 დღეში არ მოგვარდება, კვლავ დაბომბვას დავუბრუნდებით", - აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები