18 ივნისი 2026,   12:51
ვრცლად
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, "კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში" ცვლილებები შევიდა
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, "კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე" სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა.
 
კერძოდ, არსებული ნორმატიული ჩანაწერის საფუძველზე, კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ წარმოიშობოდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონცენტრაციაში უშუალოდ მონაწილე პირისა და მისი მაკონტროლებელი ან/და მის კონტროლს დაქვემდებარებული პირების ერთობლივი შემოსავლები არ აკმაყოფილებდა წესში მითითებული ერთობლივი შემოსავლების ზღვრულ მაჩვენებლებს, თუმცა იმავე მაკონტროლებელი სუბიექტის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ეკონომიკური აგენტის/აგენტების ერთობლივი შემოსავლები აღემატებოდა წესით განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებლებს. 
 
იმ მიზნით, რომ აღნიშნულ ჩანაწერს სრულად მოეცვა კონცენტრაციების კონტროლის მიზნებისათვის კონტროლის მომპოვებელი ან/და სამიზნე ეკონომიკური აგენტის ჯგუფში შემავალი ეკონომიკური აგენტები და მეტად გაეზარდა კონცენტრაციების კონტროლის ეფექტურობა, ცვლილებით განისაზღვრა, რომ კონცენტრაციაში მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება იმ ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლებიც, რომლებიც არიან კონცენტრაციაში მონაწილე პირის მაკონტროლებელი პირის  კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტები. 
 
განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასევე  წესის თანახმად განისაზღვრა კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე. აგრეთვე, წესს დაემატა კონცენტრაციის მხარესთან/მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა და მისი ჩატარების პროცედურები.
დღის ამბები