"უნგრეთის მიერ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები, LGBTQ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მთელ რიგ კანონებს", - ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტმა უნგრეთის მიერ მიღებულ ანტი-LGBTQ კანონზე განაცხადა.
როგორც კუნ ლენარტსი აღნიშნავს, უნგრეთმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს დირექტივიდან და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებიდან გამომდინარეობს.
"სასამართლოს სრული შემადგენლობა ადგენს, რომ უნგრეთმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს დირექტივის მუხლებიდან და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებიდან გამომდინარეობს.
უნგრეთის მიერ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები LGBTQ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მთელ რიგ კანონებს და "წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ ჩარევას რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებაში", - განცხადა კუნ ლენარტსმა.